მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ემილი ბრონტეს ცნობილი ნოველის, ქარიშხლიანი უღელტეხილის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შეასრულებენ. ფილმის რეჟისორი ოსკარის მფლობელი ემერალდ ფენელი იქნება, რომლის ავტორობით ისეთი წარმატებული ფილმები ვიხილეთ, როგორებიცაა Promising Young Woman და Saltburn.
მარგო რობის და ჯეიკობ ელორდის ფენელთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აკავშირებთ. რობი, რომელმაც 2023 წელს მილიარდდოლარიან ბარბიში შეასრულა მთავარი როლი, ემერალდ ფენელის ფილმების პროდიუსერი იყო, ელორდიმ კი მის ბოლო ფილმში Saltburn-ში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელს თავი კიდევ ერთი შთამბეჭდავი როლით დაამახსოვრა.
ფილმზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა, როგორც ვიცით, მისი დიდ ეკრანებზე გამოშვება 2025 წელსაა დაგეგმილი.
ემილი ბრონტეს ქარიშხლიანი უღელტეხილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნამუშევარია, რომელიც ჰიტკლიფის, დაობლებული ბიჭისა და კეტრინ ერნშოუს, მისი ბავშვობის მეგობრის ინტენსიური, დამანგრეველი სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.