“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ფაქტიურად, მსგავსმა ფორმულირებამ განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასასრულიც, რაც დისკომფორტს არც დასავლეთს უქმნიდა და არც ნაცრეჟიმს, რომელმაც გაფორმებული "დროებითი" თუ გაურკვეველი ვადით ოკუპაციის გამო "მადლიერების" ნიშნად - რუსეთს უხვი კონტრიბუცია გადაუხადა: მიაღებინეს იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, აჩუქეს ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები.
„ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით: ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. სავარაუდოდ ეს განცხადება "გლობალური ომის პარტიის" მიღმა არ ჩაივლის და კრიტიკის საგნად იქცევა.
ფაქტიურად, მსგავსმა ფორმულირებამ განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასასრულიც: საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. მაგრამ მაშინ, ეს ფორმულირება არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა "კოლექტიურ დასავლეთს".
არ უქმნიდა დისკომფორტს არც ნაცრეჟიმს, რომელმაც გაფორმებული "დროებითი" თუ გაურკვეველი ვადით ოკუპაციის გამო "მადლიერების" ნიშნად - რუსეთს უხვი კონტრიბუცია გადაუხადა: მიაღებინეს იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, აჩუქეს ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ომის დამთავრების ჩეხეთის პრეზიდენტის ფორმულა ემთხვეოდეს პრეზიდენტ ზელენსკის ფარულ მოლოდინებსაც. მაგრამ 2008 წლის შემდეგ გავიდა დრო, შეიცვალა ომის ფასიც. უკრაინისთვის დაწესებული ეს ფასი უტოლდება - "ომის გაგრძელებას უკანასკნელ უკრაინელამდე".
უკრაინა ვერ აღწევს თავს ამ საფასურის დამწესებელ ძალებს და ეს არის მისი ძირითადი უბედურება, რამაც "პროქსი-სახელმწიფოდ" გადააქცია. ხოლო საქართველომ გაუძლო ამ წნეხს და ამჟამად თავისი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ემზადება. სწორედ ამას არ პატიობენ მას და ამის გამო ებრძვიან.
მეცხრამეტე საუკუნის ამერიკის სამოქალაქო ომის გმირის, გენერალ შერიდანის ცნობილი მოსაზრება: "კარგი ინდიელი - მკვდარი ინდიელია" - საქართველოსთან მიმართებით განუხორციელებელ ოცნებად ექცათ, სამაგიეროდ უკრაინელებთან დაკავშირებით ეს მიდგომა in action მდგომარეობაშია...“, - წერს დავით ქართველიშვილი.