დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ერთი-ორი მსგავსი განცხადება და 120 მანდატი

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ერთი-ორი მსგავსი განცხადება და 120 მანდატი "ქართულ ოცნებას" გარანტირებული ექნება...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „გაუქმდება ამ პერიოდში მიღებული ყველა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანისა უფლებებსა და ჩვენს მომავალს“  სოციალური ქსელით ეხმიანება.

"ნებადართული იქნა არასრულწლოვანთა უფლება ქირურგიულ ჩარევაზე სქესის შესაცვლელად. საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მედიასაშუალებებში ფართოდ შემოვიღებთ ლგბტ-პროპაგანდას. დაშვებული იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მიღებული იქნება პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონმდებლობა. კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქვეყნის ცხოვრებაში. აღიარებული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა ქვეყანას მოიხსნას უკანასკნელი დაბრკოლება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამით იქნება აღსრულებული ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება ქვეყნის ნათელი მომავლის მისაღწევად" - თუ ვინმემ ვერ გაიგო, რისი თქმა უნდა, მგონი მკაფიოდ განვმარტე. ერთი-ორი მსგავსი განცხადება და 120 მანდატი "ქართულ ოცნებას" გარანტირებული ექნება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მერაბ.g "მე და ჩემი ნაბადი" დამთავრდაო; ქართულად მოაზროვნე იტყოდა: "მე ვარ და ჩემი ნაბადი გამთავრდაო" ისე როგორც "მართლმადიანი" ამჯობინა "მართლმადიდებელს" რა ქნას, ესაა სულ.
2 თვის უკან
მერაბ.g ვინმეს სჯერა რომ ოპო გაიმარჯვებს? ან ვთქვათ და რომ გაიმარჯვოს, ზურაბიშვილის ჭკუაზე გაივლის? გახარია გადალახავს ბარიერს და 10%-საც, ბარიერი შეიძლება ხაზარაძემაც გადალახოს ... საბოლოოდ ბარიერგადალახული ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელი 40%-ს ვერ მიაღწევს და ო~ქოცებმა დღეს რომ დაიძინონ და 27 ოქტომბერს გაიღვიძონ, 43-45%-ს მაინც აიღებენ; ჩემი სურვილია, რომ ოცნებამ მარტომ ვერ დააკო,პლექტოს მთავრობა, მაგრამ გამოვა?
2 თვის უკან