დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში

დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში

“ისეთი თამამი და მკაფიო წინასაარჩევნო პროგრამა, როგორიც ახლა აქვს  „ქართულ ოცნებას“ 12-13 წლის განმავლობაში არ ჰქონია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა წარმატება ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დასრულების შემდეგ ქვეყნის წარმატება მის სახელთან იქნება დაკავშირებული.    

„ისეთი თამამი და მკაფიო წინასაარჩევნო პროგრამა, როგორიც ახლა აქვს  „ქართულ ოცნებას“ 12-13 წლის განმავლობაში არ ჰქონია. მარტო ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რად ღირს, რომლის ამოქმედებით დიდი პროპაგანდის წნეხისგან იქნებიან დაცული არასრულწლოვანები.

მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ წარმატებით დასრულდება.

ქვეყანაში მიმდინარე ყველა დადებითი პროცესის უკან კი დგას ადამიანი, რომელსაც საარჩევნო სიის პირველი ნომერიც ეკუთვნის და როცა უკვე დაწყებული პროცესები წარმატებით დაგვირგვინდება მისი სახელი ქვეყნის წარმატებასთან იქნება ასოცირებული.

ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობს მთელი გუნდი, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წარმატებები, რაც უკვე ჰქონდა საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში კიდევ უფრო ბევრი იქნება, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.