მელია-გვარამია იმიტომ არ გამოსულან და ავტონომიური თამაში იმიტომ არ დაუწყიათ, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ შეერთებოდნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია საბოლოოდ გაენადგურებინათ, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „ახლებს“ „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება შესთავაზა.ზაალ ანჯაფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად ვერ მოესწრება გაერთიანება, გვარამია-მელიასთვის ეს წამგებიანი პოზიცია იქნება.
„ძალიან ცოტა დრო რჩება, გაერთიანება არ არის მარტო რომ გამოვიდნენ მხარეები და თქვან, რომ ჩვენ გავერთიანდებით. ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები, მთელი პარტიული ინფრასტრუქტურის გადალაგება, სიებზე შეთანხმება რაც 26 ოქტომბრამდე ვერ მოესწრება. გარდა ამისა მელია-გვარამია და მათთან ერთად მყოფი ხალხი, იმიტომ არ გამოსულან და ავტონომიური თამაში იმიტომ არ დაუწყიათ, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ შეერთებოდნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია საბოლოოდ გაენადგურებინათ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.