ჰგონიათ, რომ ქვეყნის ღალატის ქმედებებს ჩაიდენენ და ამას საზოგადოება ვერ გაიგებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა დეპუტატს მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით ჰკითხა.
„ეს იმ ოპერის გაგრძელებაა, რაც გვახსოვს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიდიოდა მსჯელობა და საერთაშორისო პარტნიორებთან როგორ კაბინეტ-კაბინეტ და დერეფან-დერეფან იარეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როგორ ითხოვდნენ, რომ საკუთარი ქვეყნისთვის, ანუ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ფაქტი მზის სინათლეზე გამოვიდა და გახსოვთ, რომ მათმა კოლეგა ოპოზიციონერებმა ამხილეს და საკითხისგან დისტანცირება გადაწყვიტეს. მათ [ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“] რცხვენიათ და ეს არის მართლაც სასირცხვილო საქმე, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ასე ღიად ურტყამ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვთ ის გრძნობა, რასაც სირცხვილი ჰქვია. უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ ეს [უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით] ამბავი კულუარებში არ დაიმალებოდა და მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ასეთ ქმედებებს ალბათ მომავალშიც უნდა ველოდოთ მათგან. ჰგონიათ, რომ ქვეყნის ღალატის ქმედებებს ჩაიდენენ და ამას საზოგადოება ვერ გაიგებს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული „ენჯეოების“ მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.