ლევან მაჭავარიანი: უკრაინულმა მხარემ მამუკა მამულაშვილი ამხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზუსტად იგივე ტიპის სიმულაციით იყო დაკავებული, რა სიმულაციაც ჩვენ თავს მოგვახვია ბატონმა სააკაშვილმა

ლევან მაჭავარიანი: უკრაინულმა მხარემ მამუკა მამულაშვილი ამხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზუსტად იგივე ტიპის სიმულაციით იყო დაკავებული, რა სიმულაციაც ჩვენ თავს მოგვახვია ბატონმა სააკაშვილმა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი უკრაინაში მებრძოლის, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის შესახებ უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია Ukraine Today-ის სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში მებრძოლმა მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო.

„უკრაინულმა მხარემ ეს პიროვნება [მამუკა მამულაშვილი] ამხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო ზუსტად იგივე ტიპის სიმულაციით დაკავებული, რა სიმულაციაც ჩვენ თავს მოგვახვია ბატონმა სააკაშვილმა 2 წლის განმავლობაში; თითქოს ისიც მოწამლული იყო, კვდებოდა და სჭირდებოდა რაღაც თანხები სამკურნალოდ. სხვათა შორის ის ფონდი, რომელიც მან დააარსა, პარტნიორად ვინც ჰყავს შემოყვანილი, ეს პიროვნებაც [რიჩარდ შარპი] თაღლითობისთვის არის ნასამართლევი. შესაბამისად ეს ჩვეულებრივი თაღლითური გეგმა იყო და ეს პიროვნებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მათი დღის წესრიგი დგას მთლიანად ტყუილზე, სიმულაციაზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.