ლევან მაჭავარიანი: ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ორ წელიწად-ნახევარია, რაც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ყველა ინსტანცია აქვს მოგებული სასამართლოში, თუმცა ჯერჯერობით ამ ფულის გადახდას არავინ აპირებს

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ ორწელიწადნახევარია, რაც იმყოფება. მას გაყინული აქვს ორი მილიარდი დოლარი. ყველა ინსტანცია აქვს მოგებული სასამართლოში, თუმცა ჯერჯერობით ამ ფულის გადახდას არავინ აპირებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ერთი თუ ორი კვირის წინ იყო, როდესაც ეს განხილვა დაიწყო იმით, რომ მიიწვიეს თითქოსდა ჩვენი ხალხის სახელით სალაპარაკოდ, თითქოსდა მიუკერძოებელი ეკა გიგაური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში.

ქალბატონი გიგაურის იქ მომხსენებლად წარდგენა უკვე მიმანიშნებელია იმაზე, თუ რამდენად სუბიექტური იყო ეს სხდომა და შესაბამისად რაიმე ტიპის განცხადება თუ გაკეთდება ნეგატიური, ეს ყველაფერი მოსალოდნელია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოწმის სტატუსით - მოხსენებით ეკა გიგაური 13 სექტემბერს წარდგა.