ჩინეთის ზოოპარკის დამთვალიერებლები აღშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ე.წ. "პანდები", რომლის სანახავადაც ზოოპარკს სტუმრობდნენ, სინამდვილეში მოხატული ძაღლები აღმოჩნდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოტყუებულმა სტუმრებმა თაღლითობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც ერთ-ერთმა პანდამ ძაღლივით ყეფა დაიწყო.
ზოოპარკი თავდაპირველად თავის მართლებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ცხოველები უბრალოდ "პანდა ძაღლების" ჯიშს მიეკუთვნებიან.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მნახველებმა გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინეთის ზოოპარკი დამთვალიერებელს ატყუებს და ეს ადრეც გაუკეთებიათ.
კითხვაზე, თუ რატომ ცდილობდნენ სტუმრების მოტყუებას, ზოოპარკის წარმომადგენელმა განაცხადა: "ზოოპარკში პანდა დათვი არ არის და გვინდოდა ასე მაინც გვყოლოდა."