ჩრდილოეთ საფრანგეთში, მოხალისე არქეოლოგების ჯგუფმა, გათხრებისას აღმოაჩინა ბოთლი წერილით, რომელიც თითქმის 200 წლის წინანდელ შეტყობინებას შეიცავს.
როგორც ირკვევა, "დროის კაფსულა" მე-19 საუკუნეში მოღვაწე არქეოლოგს, ვინმე ფერეს ეკუთვნის, რომელიც ამ ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა.
"ქალაქ დიეპის მკვიდრმა, არაერთი ინტელექტუალური საზოგადოების წევრმა პ.ჯ. ფერემ, ჩაატარა გათხრები აქ, 1825 წლის იანვარში", — წერია წერილში, — "ის აგრძელებს კვლევას ამ უზარმაზარ მხარეში, რომელიც ცნობილია როგორც Cité de Limes ან Caesar's Camp."
ბოთლი წერილით მოთავსებული იყო თიხის ქილაში, რამდენიმე მონეტასთან ერთად.
"ეს იყო ისეთი ბოთლი, რომელსაც ქალები ყელზე სამკაულად ატარებდნენ, ის სურნელოვან მარილებს შეიცავდა" — განაცხადა გუნდის ლიდერმა გიომ ბლონდელმა, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს.