კახა კალაძე: ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა, ყურმოჭრილი მონები არიან

კახა კალაძე: ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა, ყურმოჭრილი მონები არიან

ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება - კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა. ყურმოჭრილი მონები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჩვეულებრივი სპექტაკლი“ მიმდინარეობს.

„ჩვეულებრივი სპექტაკლია! ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს, ან სალომე ზურაბიშვილს მათი გაერთიანება. კონკრეტული საელჩოდან ხდება ამ პროცესების მართვა საარჩევნო კამპანიის მართვა. რასაც ეტყვიან, ყურმოჭრილი მონები არიან. დაიბარებენ და ეტყვიან „ეს გააკეთეთ“. მათ იმის უფლება არ აქვთ, პასუხი გასცენ, რატომ და რისთვის. როგორც ეტყვიან, ისე გააკეთებენ. რა გახარია.... ჩვეულებრივი სპექტაკლია“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“.

 

მერაბ.g შენც მთლად უტვინო ხარ? თუ არავის არავინ არაფერს არ ელითხებოდა და ყველაფერი "ერთ საელჩოში წყდებოდა", რატომ არ მოხდა გაერთიანება?
სულ იმის თქმა, რომ ერთი თქვენა ხართ ამ ქვეყნის შვილები და სხვა, ვინც პოლიტიკურად გიპირისპირდებათ, მოღალატე და ქვეყნის მტერია, და ამის ძახილი არგუმენტების გარეშე, ნიშნავს, რომ ამის მთქმელი ან გამოღლევებულია, ან ისე უჭირს, რომ ღობე-ყორეს ედება
1 საათის უკან