ალბათ, ერთი სული გაქვს როდის დასრულდება შენი ბინის რემონტი. დიდი მოლოდინი გაქვს, რომ საბოლოდ, ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოგიდგენია. შენი წარმოსახვა რომ რეალობად იქცეს, ზუსტად ახლა გჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველა დეტალზე კარგად დაფიქრება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რემონტის პროცესში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟია.
სტატიაში გაეცნობი საკვანძო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება ცენტრალური გათბობის ქვაბის სწორად შერჩევაში.
ნაბიჯი N1: კომპეტენტურ სპეციალისტთან კონსულტაცია
გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტი აუცილებლად გჭირდება ცენტრალური გათბობის სისტემის სწორად დაგეგმარებისთვის.
სპეციალისტი შეაფასებს ბინას, ფანჯრების რაოდენობას, ჭერის სიმაღლეს, თბოიზოლაციას და სითბოს დანაკარგებს. ამის საფუძველზე კი მოგცემს სწორ რეკომენდაციებს:
● დაადგენს მილგაყვანილობის და რადიატორების საჭირო რაოდენობას
● ზუსტად გეტყვის რა სიმძლავრის გათბობის ქვაბი იყიდო
რა მოხდება თუ გათბობის ქვაბს სპეციალისტის გვერდის ავლით იყიდი?
მოლოდინები და რეალობა:
შენ გარშემო, ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ მძლავრი ქვაბის ყიდვა ჯობია.
● დიდი სიმძლავრის ქვაბი არ გულისხმობს უფრო ეფექტურ გათბობას
● არასწორი გათვლები გაგიზრდის კომუნალურ ხარჯებს
● მაგალითად, თუ რადიატორების სიმძლავრე ქვაბის სიმძლავრეზე მეტი აღმოჩნდება, სისტემა უწყვეტ რეჟიმში ამუშავდება.
● გაიზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება
● ქვაბის მუშაობის რესურსი შემცირდება
ნაბიჯი N2: მიაქციე ყურადღება 3 ტექნიკურ მახასიათებელს
1. სიმძლავრე
სტანდარტული სიმაღლის ჭერის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინო, რომ 1 კილოვატი გაათბობს 10 კვადრატულ ფართობს.
რამდენია შენი ბინის ფართობი?
2. წვის კამერის ტიპი
უსაფრთხოებისთვის, შეიძინე გათბობის ქვაბი დახურული წვის კამერით. განსაკუთრებით, მაშინ თუ მოწყობილობის მონტაჟს შენობის შიგნით აპირებ.
3. კონტურების რაოდენობა
ერთკონტურიანი გათბობის ქვაბი მხოლოდ სახლს გაათბობს
ორკონტურიანი სისტემა - გათბობასთან ერთად, სახლს ცხელი წყლითაც უზრუნველყოფს
თუ შევაჯამებთ, საუკეთესო იქნება ორკონტურიანი გათბობის ქვაბი დახურული წვის კამერით.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
ენდე პრაქტიკაში გამოცდილ, ცნობილ ბრენდებს.
მუდმივ რეჟიმში, ეფექტური გათბობის უზრუნველყოფისთვის, გათბობის ქვაბისთვის ოპტიმალური მუშაობის ტემპერატურა 45-60 გრადუსია.
იმედია, ექსტრა რჩევები გამოგადგება გათბობის ქვაბის სწორად შერჩევაში და ზამთრის ცივ დღეებში შენს სახლს თბილსა და მყუდროს გახდის.