საოჯახო ტექნიკის ყიდვა არც ისე მარტივი ამოცანაა იმ შემთხვევაში, თუ არ იცი როგორ შეარჩიო. დღეს უამრავი ადამიანი ტექნიკის შერჩევისას რეკლამას, ახლობლის რეკომენდაციას ან კონსულტანტის რჩევას ეყრდნობა. მართალია, ყველაფერი ვერ გეცოდინება, მაგრამ არსებობს ზოგადი რამ, რაც დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
საიდან დავიწყოთ საოჯახო ტექნიკის არჩევა
1. სურვილების სია: პირველ რიგში, განსაზღვრე, კონკრეტულად, რა ნივთები გჭირდება სახლისთვის. ეს სია შეიძლება იყოს დაუსრულებელი, რადგან ბაზარზე უამრავ ნივთს აღმოაჩენ რისი ყიდვაც მოგინდება. ამიტომ, დაფიქრდი, რა არის მთავარი, რაც განსაკუთრებულად გჭირდება: რა გჭირდება დალაგება-დასუფთავებისთვის? საკვების მარტივად მოსამზადებლად? რომელი ტექნიკის გარეშე ვერ წარმოიდგენ დილის საუზმეს და ა.შ.
2. ბიუჯეტი: განსაზღვრე რა თანხის დახარჯვას აპირებ შენთვის სასურველი ტექნიკის შესაძენად. ეს დაგეხმარება თანხის ოპტიმალურად გადანაწილებაში, თან ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს.
3. ბრენდის შერჩევა: ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტიპის საოჯახო ტექნიკას გთავაზობს. რომელია ბრენდი, რომელსაც ენდობი და იმედები ჯერ არასდროს გაუცრუებია?
4. მოდელების შერჩევა: რადგან ბრენდები საოჯახო ტექნიკის თითოეულ კატეგორიაში მოდელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, შენი მოვალეობაა, რომ დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიო მაქსიმალურად მძლავრი და ბევრი ფუნქციის მქონე საოჯახო ტექნიკა. მაგალითად, Extra-ს საოჯახო ტექნიკა ფლობს დეტალურ აღწერებს. არ დაგავიწყდეს, ინტერნეტში თვალი გადაავლო ამა თუ იმ კონკრეტული ნივთის რევიუებს და მომხმარებელთა გამოცდილებას. ეს გაბედული ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება.
5. მრავალფუნქციური საოჯახო ტექნიკა: თანამედროვე საოჯახო ტექნიკის ზოგიერთი კატეგორია მრავალფუნქციურია, მაგალითად აეროგრილი, ორთქლით მწმენდავი მოწყობილობები, ბლენდერი, სამზარეულოს კომბაინი და სხვა. ასეთი მოწყობილობების შეძენით, ზოგავ თანხებს და შესანახი სივრცეც გეზოგება. ამიტომ, ნამდვილად ღირს მულტიფუნქციური საოჯახო ტექნიკის განხილვა.
6. ტექნიკური მახასიათებლები: საოჯახო ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციე ტექნიკის სიმძლავრეს, სიჩქარის რეჟიმების მრავალფეროვნებას, მართვის ტიპს და გამოყენების სიმარტივეს. თანამედროვე საოჯახო ტექნიკა ერგონომიულია და აქვს სადენის შესანახი სათავსოები. ყურადღება მიაქციე მასალას, განსაკუთრებით ისეთი ნაწილების შემთხვევაში, რომელიც წყალთან მუდმივ შეხებაშია. ამ მხრივ, საუკეთესოა უჟანგავი ფოლადი.
7. საოჯახო ტექნიკა და ინტერიერი: ერთ-ერთი მთავარი საოჯახო ტექნიკის შერჩევისას ფერების გადაწყვეტაა. კარგად გადახედე შენი სახლის ინტერიერს და ეცადე, თითოეული ტექნიკა იდეალურად ერწყმოდეს სამზარეულოს თუ სხვა ნებისმიერი სივრცის ინტერიერს.
ბაზარზე საოჯახო ტექნიკის ნამდვილად დიდი მრავალფეროვნებაა. სწორად შერჩეული ტექნიკა კი ნამდვილად გაგიმარტივებს ყოველდღიურობას.
დღეს, აღარ გჭირდება ტექნიკის შესაძენად მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული. ამას ონლაინ რეჟიმში გაცილებით მარტივად მოახერხებ. თანამედროვე ონლაინ მაღაზიები გთავაზობს გადახდის შენზე მორგებულ ვარიანტებს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე განვადებით ან თანხის განაწილებით. შეგიძლია იყიდო ონლაინ და შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით, შენთვის სასურველ მისამართზე მიიღებ.