საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას,სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და "იმპორტულ" ნაცებს და ცალკე, ამომრჩევლების განწყობა, რომელიც ყველაზე ავთენტური ინდექსია, გლობალური ომის პარტიის, გამანადგურებელი მარცხისა და საქართველოდან საბოლოო მოკვეთის გზაზე.
„საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას,სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს.
ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით.
ახლა, როგორ მოვიქცეთ, სანამ საქართველოს “ბელორუსიზაციაზე” ისაუბრებენ ჰარჩინსკები, ბლინკენები და მილერები, ჯერ მსოფლიო ბანკი რომ შეგეყვანათ სანქცირებულთა სიაში, თორემ ჩამოიშალა ყველანაირი
“ნარატივი” და ბინძური პროვოკაცია, საქართველოში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების უკუსვლაზე?!
ისე, ვატყობ არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და "იმპორტულ" ნაცებს და ცალკე, ამომრჩევლების განწყობა, რომელიც ყველაზე ავთენტური ინდექსია, გლობალური ომის პარტიის, გამანადგურებელი მარცხისა და საქართველოდან საბოლოო მოკვეთის გზაზე,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.