შეერთებული შტატები „მთვარეულივით მიემართება" მესამე მსოფლიო ომისკენ, რისთვისაც, ექსპერტების თქმით, ქვეყანა მზად არ არის.
„ჩვენ არ გვყავს ჩვენი ჩერჩილი”- სტატიას ამ სათაურით „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს და წერს, რომ შეერთებულ შტატებს სძინავს თავისი მთავარი მოწინააღმდეგეების წინაშე, რომლებიც ეგრეთ წოდებული „მტრული პარტნიორების“ ღერძის გარშემო არიან გაერთიანებული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ამერიკელი ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ იმის გამო, რომ არც ამერიკული არმია და არც საზოგადოება მესამე მსოფლიო ომისთვის მზად არ არიან“.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ ივლისში არასამთავრობო ექსპერტთა ჯგუფმა ანგარიში დადო, სადაც ნათქვამია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ თავდაცვის ხარჯებისა და უსაფრთხოების სექტორში ინვესტიციების შემცირების გამო ვაშინგტონი აღარ არის მზად, წინააღმდეგობა გაუწიოს პეკინს ღია კონფლიქტის შემთხვევაში.