დიმიტრი ხუნდაძე: რეალურად ოპოზიციას გააჩნია მინიმუმი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში შიში, დესტაბილიზაცია, რევოლუციური მუხტი და ამაში ნახონ სარგებელი

დიმიტრი ხუნდაძე: რეალურად ოპოზიციას გააჩნია მინიმუმი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში შიში, დესტაბილიზაცია, რევოლუციური მუხტი და ამაში ნახონ სარგებელი

ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში შიში, დესტაბილიზაცია, რევოლუციური მუხტი და ამაში ნახონ სარგებელი, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა - მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

დეპუტატი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა, რომელმაც 8 წლის წინ გივი თარგამაძის მკვლელობა სცადა და საქართველოში არალეგალურად შემოსვლას სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცდილობდა.

„პირის სტუმრობა ქვეყანაში, რომელმაც თარგამაძის აფეთქებაში მიიღო მონაწილეობა, რატომღაც არჩევნებს ემთხვეოდა და დღესაც არჩევნებს ემთხვევა. რეალურად მათ [ოპოზიციას] გააჩნიათ მინიმუმი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ეს რატომღაც დამკვეთებისთვის არ არის საკმარისი და ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში შიში, დესტაბილიზაცია, რევოლუციური მუხტი და ამაში ნახონ სარგებელი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.