იტალიის სერია A-ს მეხუთე ტური „კალიარის“ და „ემპოლის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ შეუცვლელად ითამაშა.
ქართველმა მცველმა კიდევ ერთხელ კარგი თამაში ჩაატარა და მწვრთნელს გამოჩენილი ნდობა გაუმართლა.
„ემპოლიმ“ ლორენცო კოლომბოს და სებასტიანო ესპოზიტოს გოლებით იმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა. საბას თამაში 6.9 ქულით შეფასდა. ეს მისი მესამე მატჩი იუო სერია A-ში, რომლებშიც ტოსკანელებმა სულ რაღაც 1 გოლი გაუშვეს.
ტრავმირებულ საბა საზონოვს არ უთამაშია, რომელსაც სხვათა შორის, ესპოზიტომ გოლი მიუძღვნა და აღნიშვნის დროს საბას მაისური გაშალა.
„ემპოლი“ 5 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 9 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 სექტემბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.