„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადავუხადეთ ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, ჩვენი ღირებულებები და პრიორიტეტები. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში და ზოგადად რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე.