ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული, - განაცხად დარჩო ხეჩუაშვილის დაკავების ფაქტზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.
„წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი დამნაშავეები შემოდიან-ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, როგორც მაგალითად, კონკრეტულად ეს პიროვნება შემოვიდა 2016 წელს წინასაარჩევნოდ და შემდეგ გივი თარგამაძის აფეთქება სცადა, რაშიც მსჯავრდადებულია, 18 წელი აქვს მისჯილი. ახლა შემოვიდა, ისევ წინასაარჩევნოდ. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემობრძანებული გვახსოვს ჩვენ! ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული“, - განაცხადა გორდულაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავების დეტალები გაასაჯაროვა. საქმის დეტალებზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.