ირაკლი კირცხალია: ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე, საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით

ირაკლი კირცხალია: ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე, საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით

ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე. საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ. იგი ამგვარად გამოეხმაურა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში კანონდარღვევით შემოსვლის ფაქტს.

ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში დესტრუქციისა და არეულობისთვის შემოვიდა.

„ის შემოვიდა საშინელების ჩადენისთვის, რაც ვნახეთ რამდენიმე წლის წინ. მინდა, საზოგადოებას გავახსენო ბატონი პრემიერის განცხადება, როდესაც წინასაარჩევნო ერთ-ერთი შემაჯამებელი შუალედური ბრიფინგი იყო, მან განაცხადა, რომ არის ინფორმაცია, რომ ცდილობენ, მაქსიმალური დესტრუქცია და არეულობა შემოიტანონ. ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე. საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დარჩო ხეჩუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ძებნილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით უკანონოდ გადმოკვეთა.