სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა.
შანიძემ მიმდინარე წლის 2 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს კუთვნილი 2 ცალი ვიდეო კამერა გაანადგურა.
შანიძის დანაშაულის ამსახველი ვიდეო-კადრები მედიასაშუალებებში პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. მსჯავრდადებულს ჩადენილი დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში 4 წელი უნდა გაეტარებინა.