თუ ხარ სტუდენტი ან მოსწავლე და გეგმავ კინოფესტივალ „თაობაზე“ დასწრებას, რომელიც 20-26 სექტემბერს ქუთაისში, ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით იმართება, მაშინ გაქვს შესაძლებლობა, ეწვიო საქართველოს ბანკის სტენდს, ადგილზე აიღო Student ან ციფრული sCool Card-ი და მიიღო დეტალური ინფორმაცია აქტიური შეთავაზებების შესახებ.
საქართველოს ბანკის სტენდი კინოფესტივალ „თაობის“ ფარგლებში, 25 და 26 სექტემბერს გრიშაშვილის ქუჩაზე იქნება განთავსებული.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიაქტიურონ შემდეგი შეთავაზებები:
• მუდმივი სამედიცინო უპირატესობა
• 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 30 ლარი) Extrameat's Pavilion-ში
• 10%-იანი ფასდაკლება Beko-ს მაღაზიებში ACER-ის, ASUS-ის, DELL-ის, HP-ს ან Lenovo-ს ლეპტოპებისა და Epson-ის პრინტერის შეძენისას
• 30%-იანი ქეშბექი პალიტრას ონლაინ მაღაზიაში Student და sCool Card-ით გადახდისას
• ფასდაკლება ოპტიკურ სალონ Roniko-ში
• 30%-იანი ქეშბექი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს Yoyoso-ში, Student და sCool Card-ით გადახდისას
• 20%-იანი ქეშბექი Miniso-ს ფიზიკურ მაღაზიებში, ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს, Student და sCool Card-ით გადახდისას
• 10%-იანი ფასდაკლება Student Card-ის მფლობელებისთვის Kenari-ს პროდუქციაზე და 50%-იანი ფასდაკლება ოფთალმოლოგის კონსულტაციაზე
• 10%-იანი ფასდაკლება Student Card-ის მფლობელებისთვის Optimist-ში მზისა და ოპტიკურ სათვალეებზე, ხოლო ოპტიკურ მინებზე 20%-იანი ფასდაკლება
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციებზე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში, “კინოთეატრ საქართველოში”, ი. გრიშაშვილის ქუჩაზე (თეთრ ხიდთან) და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდება.