დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო ღონისძიებით მიულოცა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა. ასევე, გაიმართა დრამერებისა და საპნის ბუშტების შოუ. პატარების განწყობაზე ილუზიონისტებმაც იზრუნეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას დაჯილდოვდნენ დიდუბის რაიონში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოსწავლეები.
სადღესასწაულო კონცერტს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.