დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან, დიღმის მასივის საუბნო სამსახურისა და გამგეობის ინფრასტრუქტურული განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა და მოსახლეობასთან შეთანხმებით სპორტული მოედნისა და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. გამგებელმა ადგილობრივებს პროექტის მონახაზი გააცნო და სამუშაო დისკუსია გაიმართა.