"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის სოფლების: ციხისჯვარის, ანდეზიტის, ტაბაწყურის, მოლითის, ჭიხარულას, ბალანთასა და დაბა ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.
„26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას,“-განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ბორჯომის მერი- ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ზაალიშვილი და საკრებულოს სხვა წევრები.