ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე „აიაქსის“ და „რეალის“ ლეგენდების მატჩში ითამაშებს, რომელიც ნიდერლანდური კლუბის 125 წლისთავთან დაკავშირებით ამსტერდამში გაიმართება.
არველაძის გარდა, „აიაქსში“ ითამაშებენ იარი ლიტმანენი, ფრანკ და რონალდ დე ბურები, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ედვინ ვან დერ სარი, კრისტიან კივუ, ვესლი სნეიდერი და სხვები. თამაში 17 ნოემბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე „აიაქსში“ 1997-2001 წლებში თამაშობდა და 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა.