BBC-მ ეგვიპტელ ბიზნესმენ მოჰამედ ალ-ფაედზე, რომლის ვაჟი დოდი პრინცესა დიანასთან ერთად, 1997 წელს ავიაკატასტროფაში გარდაიცალა, დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც ბიზნესმენის ცხოვრების დეტალებია განხილული, ის თუ როგორ დაადანაშაულა რამდენიმე ქალმა გაუპატიურებაში.
აღსანიშნავია, რომ ალ-ფაედი 20-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, სექსუალური ძალადობისა და ქალთა ძალადობის ბრალდებით.
ქალების უმეტესობა, რომლებმაც ბრალდებები წამოაყენეს, Harrods-ის ყოფილი თანამშრომლები არიან, კომპანიის, რომელსაც ალ-ფაედი 26 წლის განმავლობაში ფლობდა. ეს ქალები კომპანიაში 1980-იან და 2000-იან წლებში მუშაობდნენ.
დოკუმენტური ფილმის მიხედვით, პოლიციამ გაუპატიურების ბრალდება 2015 წელს გამოიძია, თუმცა ალ-ფაედისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ მან პოლიციას 2018 წელს მიმართა, მაგრამ განუცხადეს, რომ ალ-ფაედს, რომელსაც დემენცია ჰქონდა, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის ძალიან მოხუცი იყო.
დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას იღებენ ალ-ფაედის კოლეგებიც, მათ შორის Harrods-ის უფროსი მენეჯერი, რომელმაც თქვა, რომ ალ-ფაედის საქციელი "ცნობილი იყო მთელ კომპანიაში".