„არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს. პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს. პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს, მას 18 წელი აქვს მისჯილი. დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან და საზოგადოება დაინახავს, რომ გივი თარგამაძისთვის "სულის ამოხდა" საკუთარი პარტიის მიერ იყო ინსცენირებული....
დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ, გვაჩვენა რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და დესტაბილიზაციის მიზნით, საქართველოსკენ დაძრული კრიმინალთა ბანდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ შეძლებს!“-წერს დავით ჩიხელიძე.