ჯორჯ კლუნმა The New York Times-ისთვის სტატია დაწერა, სადაც ჯო ბაიდენს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას სთხოვდა, რათა დემოკრატიულ პარტიას ტრამპის დამარცხების რეალური შანსი ჰქონოდა. ტრამპმა ჯორჯ კლუნს "ყალბი მსახიობი უწოდა"
"როგორც ჩანს, ახლა ყალბი მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც დიდებული ფილმის გადაღებასთან ახლოსაც არ ყოფილა, საქმეში ჩაერთვება. კლუნი უნდა შეეშვას პოლიტიკას და ტელევიზიას დაუბრუნდეს" — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ჯიმი კიმილემა, რომელიც ABC-ის ღამის შოუს წამიყვანია, ჯორჯ კლუნს ტრამპის ეს წერილი წაუკითხა, რაზეც კლუნმა უბრალოდ ტაშით უპასუხა: თუ ის ამას გააკეთებს, მაშინ მეც გავაკეთებ. ეს იქნება კომპრომისი".
აღსანიშნავია, რომ კლუნმა ივნისში ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბაიდენისთვის რეკორდული $28 მილიონი შეაგროვა, თუმცა 2024 წლის პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, რომელიც ბაიდენსა და ტრამპს შორის გაიმართა, მსახიობმა დემოკრატების კანდიდატზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.