„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სხვადასხვა წინასაარჩევნო დარღვევის, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ისაუბრა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, გახარია-ხაზარაძის პარტიების გაერთიანების მოლაპარაკებებში სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, ასევე, ზურაბიშვილის ეს ქმედება, მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევაცაა.
„16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შაუმავლობით 17 სექტემბერს გაიმართა. ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.“ - განაცხადა მიქანაძემ.