ამ ფეიქ გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია ჯამში თურმე აგროვებს იმდენ პროცენტს, რომ იღებს უმრავლესობას, ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის "ქორწინების"? ის საჭიროება, რომ ვერცერთი ვერ ახტება 5% ბარიერს. აი სწორედ ეს გახლავთ ერთ ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ კეზერას ამ "გამოკითხვებში" მოყვანილი ციფრები ფეიქია, ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე 62%-იანი მხარდაჭერა ექნებათ.
ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს იმისთვის სჭირდებათ, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ - "გაგვიყალბეს".
„გუშინ კეზერვიზია "ფორმულამ" მორიგი და მათ გემოვნებაზე მოდელირებული ფეიქ "რეიტინგები" გამოაქვეყნა მოსახლეობის გასულელების მიზნით. რომ სცოდნოდათ გახარია-ხაზარაძის ტანდემის ფიასკო, ალბათ კორექტივებს შეიტანდნენ.
ამ ფეიქ გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია ჯამში თურმე აგროვებს იმდენ პროცენტს რომ იღებს უმრავლესობას. ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის "ქორწინების"? ის საჭიროება, რომ ვერცერთი ვერ ახტება 5% ბარიერს. აი სწორედ ეს გახლავთ ერთ ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ კეზერას ამ "გამოკითხვებში" მოყვანილი ციფრები ფეიქია.
თუმცა, ჩვენ ვიცით რისთვისაც სჭირდება ეს გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ - "გაგვიყალბეს"“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.