თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქოლცენტრი „ფორმულას“ შპინგალეტი ჟურნალისტის ჭკუაში მოხარშული იყო აფხაზი და ოსი ხალხის მტრად გამოცხადება, მინიმუმ მიამიტია! კარგად გათვლილი სტრატეგიაა! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ლუკა ტყებუჩავას განცხადებას.
მისივე თქმით, იმას რაც ოკუპანტებმა შეძლეს - დააპირისპირეს და დაახოცვინეს ერთმანეთი ქართველებს, აფხაზებს და ოსებს, ახლა აგენტები აგრძელებენ, რადგან არ აწყობთ გამთლიანებული საქართველო და მშვიდობა.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქოლცენტრი ფორმულას შპინგალეტი ჟურნალისტის ჭკუაში მოხარშული იყო აფხაზი და ოსი ხალხის მტრად გამოცხადება, მინიმუმ მიამიტია! კარგად გათვლილი სტრატეგიაა! პირველ რიგში აფხაზების და ოსების გასაგონად! მაშინ როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბევრი თბილისში ჩამოდის სამკურნალოდ, საქართველოს მოქალაქეობის, პასპორტის ასაღებად, ნათესავების მოსანახულებლად, ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრები ორგანიზდება, კოლექტიური ნაცების ხელის შეშლა საქართველოს ტერიტორიული აღდგენის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივი მომენტია! ადრე ფარულად ან მინიშნებებით მოქმედებდნენ, ახლა პირდაპირ გვეუბნებიან! ის რაც ოკუპანტებმა შეძლეს, დაგვაპირისპირეს, ერთმანეთი დაგახოცვინეს, ახლა აგენტები აგრძელებენ ჩვენს შორის მტრობას! არ აწყობთ გამთლიანებული საქართველო, მშვიდობა რამდენიმე ბობოლა აგენტის პოსტი ვნახე, ხალხის უარყოფითი რეაქციის შემდეგ. კითხვა მაქვს, უცხო ქვეყნის მფლობელობაში მყოფო ოპოზიცია, აგენტებო, 1991-1993 წლებში საქართველოში, თბილისში სამოქალაქო ომი იყო, ქართველი-ქართველს კლავდა, ჰოდა ამ შემთხვევაში, ვინ არის თქვენთვის მტერი.
P.S. ომი არ იქნება“, - წერს დიტო სამხარაძე.