თამთა მეგრელიშვილი “ფორმულას” ჟურნალისტზე: ძმათა მიმართ  

თამთა მეგრელიშვილი “ფორმულას” ჟურნალისტზე: ძმათა მიმართ  "ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა - დიდი ტვირთია როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და სამოქალაქო სექტორში ასეთი ქვეყნის მოღალატეები

მან ჩათვალა, რომ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ძმათა მიმართ  "ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა! - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტის, ლუკა ტყებუჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რთულია, როცა ქვეყანას ასეთი ქვეყნის მოღალატეები ჰყავს, თუმცა საქართველო  დაკარგულს მაინც დაიბრუნებს ომის გარეშე.

"აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან"! განაცხადა "ფორმულას" ჟურნალისტმა და  სხვა ჟურნალისტებს თავმომწონედ გადახედა.

მან ჩათვალა, რომ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ძმათა მიმართ  "ნაციონალური მოძრაობის" მტრული განწყობა გაახმოვანა!

დიდი ტვირთია როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და ზოგადად სამოქალაქო სექტორში ასეთი ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ჩვენ მაინც დავიბრუნებთ დაკარგულს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს ომის გარეშე, ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის გულში გაღვივებული სიყვარულით.

მშვიდობა და განვითარება ნაომარ, მაგრამ სიყვარულით გასამთლიანებლად მზადმყოფ საქართველოს,” - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ლაზი ყველა დაპირისპირებულია მტრად მონათვლა არ შეიძლება. თან ვიძახოთ ქვეყნის გამთლიანება გვინდაო და თან იქ მცხოვრებ ხალხს მტრები ვეძახოთ, ეს საკუთარ ფეხებში გასროლას ნიშნავს. მაშინ რას გვთავაზობთ, 08.08.08 გავიმეოროთ, ის ხალხი იქედან გავაქროთ (საინტერესოა როგორ) და ასე დავიბრუნოთ ტერიტორია? არ ხდება ბატონებო ასე, მსოფლიოს ისტორიაში უფრო პრობლემური შერიგებები მომხდარა. გერმანიამ ნახევარი მსოფლიო ააოხრა, მაგრამ ახლა მათ მტრებს ეძახის ვიმე? თუ გერმანელები გაქრნენ ამ ქვეყნიდან. მარტო იმდენი ოსურ-ქართული ოჯახებია, მათ რა ვუთხრათ, ვინ ხართ თქო. აღარ ვლაპარაკობ აფხაზებზე, მათი ნახევარზე მეტი სისხლით ქართველია. შიდა კონფლიქტია ეს, რომელიც ძირითადად გარედან არის ინსპირირებული და ამის გამო სამუდამო მტრად გადაკიდება სწორეგ სხვის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ არის იოლი, მაგრამ გამოსავალი მაინც მშვიდობით უნდა მოიძებნოს.
გამოდის რომ ვიღაცებს, საქართველო სულ კონფლიქტის იარაღად და ცხელ წერტილად სჭირდება საკუთარი ვიწრო ინტერესებისათვის, თვით საქართველოს ინტერესები კი საერთოდ არ აინტერესებთ. ქვეყანა, რომელსაც მუდმივი კონფლიქტები აქვს, ვერასოდეს გახდება ვერც განვითარებული და ვერც სუვერენული.
1 თვის უკან