"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი "ფორმულას" ჟურნალისტის ლუკა ტყებუჩავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება რადიკალური ოპოზიციის და მათი მმართველი აგენტოკრატების დასასრულია.
"საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება - მათი დასასრულია. ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეშ მისი "უძღები შვილების" დაბრუნება - მათი სულიერი სიკვდილია. ამის ღიად გაჟღერებას ვერ გვიბედავდნენ, ეშინოდათ. ამის წინასწარ გამჟღავნებული მოლაპარაკე თავი - ფადი ასლი იყო. სოხუმი და ცხინვალი - საქართველოს ევრო და ჩრდილოეთ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბალასტები არიანო და რაც უფრო მალე მოვიშორებთ მათო, მით უფრო მივუახლოვდებითო "ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასო".
დღეს უკვე ხვდებიან, რომ სულ სხვა სანუკვარ ოცნებასთან ვართ ახლოს, ამიტომ აღარ ეშინიათ, ჩრდილიდან გამოვიდნენ და ნიღბებს იხევენ - გრძნობენ, რომ სოხუმსა და ცხინვალში ქართველის დაბრუნება, ღვთისმშობლის წილხვდომილობის გაერთიანება, მათ დასასრულს უდრის. ასევე მათი მმართველი აგენტოკრატების დასასრულს. ჯერ სად ხართ - ახლოვდება თქვენი აღსასრულის დღე. 37 დღეა დარჩენილი..." - წერს დავით ქართველიშვილი.