ნანა კაკაბაძე აშშ-ზე: ისინი აფიქსირებენ პოზიციას, რომ ნებისმიერი ფორმით დაეხმარებიან ძალას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ მათი მონა ხელისუფლება დასვან სათავეში

ნანა კაკაბაძე აშშ-ზე: ისინი აფიქსირებენ პოზიციას, რომ ნებისმიერი ფორმით დაეხმარებიან ძალას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ მათი მონა ხელისუფლება დასვან სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც მას უნდა, რომ ჰყავდეს ქვეყნის სათავეში, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე მოახერხოს ამ ძალის ლობირება ქართულ საზოგადოებაში, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკასთან“.

მან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შტატების ხელისუფლება იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ მისთვის სასურველი ძალა მოიყვანოს ხელისუფლებაში და ამას უკავშირდება სანქიებიც და კრიტიკული განცხადებებიც.

„ამისთვის იყენებს სხვადასხვა მექანიზმებს. ეს იყო ერთგვარი პიარიც. გიგაურის გამოსვლა სენატში დაემთხვა იმ დღეებს, როდესაც მე მქონდა გამოსვლა გაეროში. როდესაც ასეთი გაპიარება ხდება ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელსაც ნული აქვს რეიტინგი ქვეყნის შიგნით და რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ნული აქვს რეიტინგი, ის მონაწილეობდა წინა არჩევნების შეფასების გაყალბებაში, ასევე ისინი მონაწილეობას იღებენ და პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, გამოდიან მიტინგებზე და მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისკენ და ა.შ. როდესაც მათ ეს ინფორმაციები აქვთ და მიუხედავად ამისა ასეთ ადამიანებს იწვევენ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან სასაუბროდ, ეს ნიშნავს, რომ ისინი აფიქსირებენ პოზიციას, რომ ჩვენ ნებისმიერი ფორმით დავეხმარებით ნებისმიერ ძალას, როგორც არ უნდა იყოს მიუღებელი ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენი მონა ხელისუფლება დავსვათ სათავეში. ამას ემსახურება რიშის განცხადებებიც და ყველაფერი ემსახურება იმას, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ თავისი მორჩილი ძალა, ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.