"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, თეონა ცხომელიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთან დაკავშირებით წერს, რომ "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს სცემდა, გამოძიება კი შეეცდება მას ხელი დააფაროს, შესაბამისად, "ცალკე ომი მოუწევთ სამართლიან განაჩენზე".
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე მსგავსი შინაარსის სტატუსების დაწერა, ცხომელიძეს საკუთარი პატრონის მსგავსს ხდის.
"ქართველი ჯარისკაცების ნაძარცვით რომ ხელფასს იღებ და ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით პრემიას, სხვას რას უნდა ელოდო ამ კეზერას მინიონებისგან?!
ასე, ნამუსზე ხელის აღებით და საკუთარ სინდისთან კომპრომისით როგორ წერთ ამ სიბინძურეს?
არა ფაქტი და მტკიცებულება, უბრალოდ აი ასე, დაავალეს და დაწერა, ან გუმანით იგრძნო რა სიბინძურეც უნდა ეკადრა და იკადრა!
საკუთარ პატრონს, ასე ემსგავსებოდნენ, პირველად ვნახე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.