ეს 2009 წლის ქადაგების ნაწილია, მაშინაც და დღესაც ვფიქრობ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს, - წერს სოციალურ ქსელში მეუფე დიმიტრი ქადაგებაზე, რომელსაც ეკლესიისა და სამშვიდობო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მის ამჟამინდელ - 2024 წლის განცხდებად ასაღებენ და დამახინჯებული სახით ავრცელებენ. რეალურად კი მათ მიერ გავრცელებული ამონარიდის ნაწილი არის ქადაგებიდან, რომლითაც მეუფემ 2008 წლის ომიდან ერთი წლის თავზე, 2009 წელს მიმართა მრევლს.
მეუფე დიმიტრიმ ეს გარემოება დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად განმარტა. იგი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს.
„ეს 2009 წლის ქადაგების ნაწილია, მაშინაც და დღესაც ვფიქრობ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს“, - განმარტავს მეუფე დიმიტრი.