თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე.
მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები - გამჭვირვალობის კანონსა თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია.
„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია თვალებში ნაცრის შეყრა, გამჭვირვალობის კანონის რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათო. არაერთხელ განვაცხადეთ და ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.