გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ისჯება განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა - ადამიანი არის ბიძინას ტყვე

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ისჯება განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა - ადამიანი არის ბიძინას ტყვე

მიხეილ სააკაშვილი ისჯება განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

გიული ალასანიამ მედიასთან ისაუბრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვართ რუსეთის სივრცე“.

„იმ განცხადებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ორი აზრი იყოს. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვართ რუსეთის სივრცე. ვაკეთებთ იმ განცხადებებს, როგორიც შეეფერება რუსეთს, როგორსაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება, მე არ მიკვირს. ამით [ბიძინა ივანიშვილმა] თქვა, ზუსტად ის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის კაცები.

[მიხეილ სააკაშვილის] ციხეში ყოფნა მაჩვენებელია იმისა, რასაც თავიდან ვამბობდი, რომ ადამიანი არის ბიძინას ტყვე. ის, აგვისტოს ომის დროს, იმ წარმატებების დროს, რომელიც იყო წინა ხელისუფლების წლების მანძილზე, ამ ყველაფრის გამო ისჯება და განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

თომა 🤣🤣🤣🤣
1 თვის უკან