ომის დაწყებისას ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და მოკავშირეების მობილიზება მოახდინა, რათა უკრაინისათვის მიეწოდებინათ მილიარდობით დოლარის იარაღი და ეკონომიკური დახმარება. „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ რა საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით სურს თუ არა ამერიკას, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს? ეს ასე არ გამოიყურება.
„როგორი იქნებოდა „გამარჯვება" უკრაინაში არასდროს ყოფილა ცალსახად გაცხადებული. „არწაგება“ ყველაზე ახლო თარგმანი იყო. ამავდროულად, ბაიდენმა გამორიცხა გარკვეული ტაქტიკა, რომელიც შეიძლება ბუნდოვანი ყოფილიყო პუტინისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის მესიჯი იყო, რომ ნატოს მოკავშირეები დაეხმარებოდნენ უკრაინას, მაგრამ არა იმდენად, რომ ამას დაერღვა სტატუს-კვო თავად რუსეთში.
„გამარჯვება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც დამოუკიდებელი უკრაინა და მის საზღვრებში დაცული, გულისხმობს, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ რუსეთი, რომელიც აპირებს ხელახლა შექმნას თავისი ძველი იმპერია. ეს არის ისეთი გამარჯვებაა, რომლის ვალდებულება ვაშინგტონს არ აუღია“, - აღნიშნულია სტატიაში.
„მათ არ სურთ უკრაინის წაგება, მათ არ სურთ რუსეთის წაგება. ეს პოზიცია შეუთავსებელია,” - განაცხადა ესტონელმა პარლამენტარმა, ეერიკ კროსმა.
„რასაც აშშ აკეთებს უკრაინაში, მთელ მსოფლიოში იწვევს რეზონანსს. მოკავშირეები და მტრები ყურადღებით აკვირდებიან. ბაიდენის გამოცდილება მეგობრების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არაერთმნიშვნელოვანია“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ უკრაინელები და მათი მეგობრები მიანიშნებენ, რომ ბაიდენს აქვს შანსი, შეცვალოს თავისი მემკვიდრეობა მისი პრეზიდენტობის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.