ლონდა თოლორაიამ კესარიას მკვლელობის გარდა, სხვა ანალოგიური ფაქტებიც თუ იცის, სოციალურ ქსელში გესლის ნთხევას, უმჯობესია პოლიციას მიაწოდოს ინფორმაცია, - ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებას - “ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან ან მიდიან და თუ რჩებიან კლავენ”.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული სუბიექტები ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.
“ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გარკვეული სუბიექტები ცდილობენ უბინძურესი პოლიტიკური სარგებელი ნახონ სხვის უბედურებისა და ტრაგედიისგან. დარწმუნებული ვარ შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ მკლელობის მოტივსაც და მკვლელსაც. რაც შეეხება ლონდა თოლორაიას, კესარიას მკვლელობის გარდა, სხვა ანალოგიური ფაქტებიც თუ იცის, შესაბამისად სოციალურ ქსელში გესლის ნთხევას, უმჯობესია პოლიციას მიაწოდოს ინფორმაცია.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.