ასეთი ქმედებები და განცხადებები მხოლოდ აშშ-ს რეპუტაციას აზიანებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
პაპუაშვილმა ისაუბრა აშშ-ის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე.
„რომელიღაც კაბინეტში, ვიღაცამ დააჭირა ღილაკს თითი, რომ ადამიანი გააქროს საბანკო სისტემიდან. ამას ვერც ასაჩივრებს, არც სასამართლოა, არც არაფერი. ეს ქართულ სტანდარტზე რამდენჯერმე დაბალი სტანდარტია სამართლებრივი სახელმწიფოს მხრიდან. რატომ არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ ამოიღო ხმა ამაზე? ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან? ხომ მათი საყვარელი გამონათქვამია - რაც არ უნდა არ გეთანხმებოდე, შენი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ - ამას ხომ ციტირებენ, რატომ არ ამოიღეს ხმა, როდესაც მტკიცებულებების, სასამართლო პროცესის, კონსტიტუციური პრინციპების დაცვის გარეშე ჩვენი მოქალაქე დამნაშავედ გამოგვიცხადეს? ხმას რატომ არ იღებენ? - იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. აბა ერთი-ორი სიტყვა თქვან და ვნახავთ მერე რა მოუვათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.