„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც ანანიძე წერს, ნურავინ ცდილობს პოლიტიკური მოტივების ძიებას.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება.
“კესარიას მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას! სამწუხროა და დანაშაულია ადამიანის მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება!”- წერს ცოტნე ანანიძე Facebook-ზე.