პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები   მთაწმინდის  რაიონის  მოსახლეობასთან გრძელდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები   მთაწმინდის  რაიონის  მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"  მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი  დავით კაჭარავა მთაწმინდაზე,   ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს  შეხვდა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ახვლედიანი.