აშშ-ში, კენტუკის შტატში ვისკის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო სასმელად ბურბონი Peerless აღიარეს - მან 100 ქულიდან 98 დააგროვა.
Forbes-ის ინფორმაციით, Peerless-ი 1889 წელს დაარსებული ოჯახური საწარმოა, რომელიც პრემიუმ-კლასის სასმელს აწარმოებს. მფლობელები მთელს პროცესს აკონტროლებენ - ხორბლის მოყვანიდან ბურბონის ბოთლებში ჩასხმამდე. სასმელს ამერიკული მუხის კასრებში ინახავენ.
სულ კონკურსზე 430 მედალი გაიცა, საიდანაც 30 ოქროსი იყო.