ალექსანდრე რაქვიაშვილი: მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება პოლიტიკურ ველზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუმარტივდება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება პოლიტიკურ ველზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუმარტივდება

„ლელოს“ და გახარიას კონკრეტული იდეები არ აქვთ, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ „ლელოს“ ფული აქვს, გახარიას – არა. თუ გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, ბარიერი გადალახონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორ პოზიციას იკავებს.

„პრეზიდენტი სწორ პოზიციას იკავებს და მადლობელი ვიქნები, თუ ამ მიზანს მიაღწევს. „ლელოს“ და გახარიას არანაირი განსაკუთრებული და კონკრეტული იდეები არ აქვთ, არანაირი პოზიციები, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ „ლელოს“ ფული აქვს და გახარიას – არა. ამიტომ თავიანთ ეგოს თუ დაძლევენ, თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, და გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, რომ ბარიერი გადალახონ და ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. საბოლოო ჯამში, სამი პარტიაა, მიშას პარტია, ბიძინას პარტია და „გირჩი“. ეს სურათი დგება რეალურად ახლაც და ძალიან კარგია, რომ ასე ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე ხაზარაძესა და გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება მათ გაერთიანებაზე ჯერ მიღებული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო. ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.

 

Gami კიდევ ერთი უსარგებლო იდიოტი, მგიმოს კურსდამთავრებული. ამასაც პლანს აწებინებს მეგრელიშვილი.
1 თვის უკან