პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხაილ როთის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ტაძარში უფრო ხშირად დადის, ვიდრე ის ქართველები, რომლებიც მას მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.
ანალიტიკოსის თქმით, მიხაილ როთი და კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთნი არიან და სწორედ ამ კონფიგურაციით გეგმავს რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბერს საქართველოსთან დაპირისპირებას.
„ეგრე გააგრძელეთ და 26 -ში, რომ სრულიად საქართველო ამოგცხებთ პანღურს, როთს შესთხოვეთ შველა!“- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მსგავსი მონური აზროვნების პოლიტიკოსები ქვეყანას არასდროს ჰყოლია.
„კოლექტიური ნაცები - მიხაილ როთი, ამ კონფიგურაციით აპირებს ჩვენი უსამშობლო ოპოზიცია, 26 ოქტომბერს დაუპირისპირდეს სრულიად საქართველოს!
ამ ნაძირალას ხვდებიან, ფიანდაზად ეგებიან და საერთო განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ იოტისოდენა სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, არც კი ეხამუშებათ, რომ მთელ საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს!
მოკლედ, ბევრი როთი ოპოზიციას.
ეგრე გააგრძელეთ და 26 -ში, რომ სრულიად საქართველო ამოგცხებთ პანღურს, როთს შესთხოვეთ შველა!
ჩვენი რადიკალების მასშტაბის მონური აზროვნების პოლიტიკოსები, საქართველოს არც ერთ ეპოქაში, არ ჰყოლია!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.