საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციას.
როგორც ბორელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მოუწოდებს საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან“, – წერს ჯოზეფ ბორელი.