მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ

მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ

აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

„აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, არის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

თომა ორ სიტყვიანი ანეგდოტი, "დემოკრატიულად არჩეული" ( აბა კაპიტოლიუმი)?! 🤣🤣🤣🤣
1 თვის უკან