საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.
„LGBT+ პირების ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით დევნა ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს და ყველას დაცვის აუცილებლობას სიძულვილის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წაქეზებისაგან, ნებისმიერ ნიადაგზე“, - აღნიშნა შერაზ გასრიმ.